უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთთან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია:
“არარეალურ გეგმებზე საუბრით ნუ შეწუხდებით, რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევთ. ომი მხოლოდ მისი დამარცხებით უნდა დასრულდეს. მაშასადამე, ჰემინგუეის პერიფრაზირებაა: “გამარჯობა იარაღს!”. არტილერიის, ჯავშანტექნიკის, უპილოტო თვითმფრინავების და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების საჭირო პროპორციებით.” – აცხადებს პოდოლიაკი