რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინა დონეცკის ოლქის 15-17%-ს აკონტროლებს.
„ვვარაუდობდით, რომ სულ რაღაც ექვსი თვის წინ კიევის ხელისუფლება დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის დაახლოებით 25%-ს აკონტროლებდა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელთან“, დენის პუშილინთან შეხვედრაზე.
პუტინის თქმით, „აცნობეს, რომ კიევის კონტროლის ქვეშ 15-17% რჩება“.

