“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველის განცხადებით, რატი ბრეგაძისთვის სერიოზული კითხვის დასმასაც კი აზრი არ აქვს, რადგან ოპოზიციონერის თქმით, მინისტრი პრეზენტატორია სააკაშვილის სიკვდილის ქრონიკისა და ის მხოლოდ ივანიშვილის მაამებლურ განცხადებებს აკეთებს.
“არ ვფიქრობ, რომ რამე სერიოზული კითხვა შეიძლება დავუსვა დღეს მინისტრს, რომელი მინისტრიც არის პრეზენტატორი სიკვდილის ქრონიკისა. ამ ყველაფერზე მას აუცილებლად მოუწევს სამართლებრივად პასუხისმგებლობა. მას ხომ მორალური პასუხისმგებლობა უკვე არ აინტერესებს. ისინი მზად არიან ნებისმიერ დავალება შეასრულონ, ოღონდ მაამებლური ქმედება განახორციელონ ივანიშვილის მიმართ. დაიწყებს იგივე სიბინძრეზე საუბარს და იგივე ბოღმის ნთხევას“, – ამბობს გიორგი ბოტკოველი.