“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე “ტვ პირველთან” სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მას “ფაბრიკაცია” მოსმენინეს, სადაც მელია თითქოს არასასიამოვნო ტერმინებით საუბრობს მიხეილ სააკაშვილზე.
„სანამ აქ მოვიდოდი, დღეს მომასმენინეს ფაბრიკაცია, 4 მონაკვეთია გადადებული ერთმანეთზე. მიხეილ სააკაშვილს ის არ ახსენებს, მაგრამ რაღაც მონაკვეთებია ამოკრეფილი, სადაც ის საუბრობს არასასიამოვნო ტერმინოლოგიით, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილზე. მითხრეს, თუ მელიას დაუჭერენ მხარს, ამას მოასმენინებენ მის მხარდამჭერებს.
ტყუილად წვალობთ… სანამ აქ მოვიდოდი დავუკავშირდი ნიკა მელიას და ვკითხე, რა იქნება მისი პასუხი. მან მიპასუხა, რომ როგორც კი ჩანაწერი დაიდება, გავგზავნი ლონდონში ექსპერტიზეზე და პასუხი ეს იქნება”- თქვა ხერხეულიძემ.