ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილის კადრები “ვივამედიდან” – ამერიკის ელჩი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დამონტაჟებული კადრების გასაჯაროებაზე და თქვა, რომ სასამართლო პროცესები მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვით უნდა წარიმართოს.

“მთავრობის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, რომ დაიცვას მისი უფლებები, მათ შორის სამედიცინო დახმარების გაწევა, ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა და რა თქმა უნდა, უფლება სამართლიან სასამართლო პროცესზე. მაშინ, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, არის სასამართლო მოსმენები, ეს ყველაფერი უნდა წარიმართოს ძირითადი ადამიანის უფლებების დაცვით, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვით და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების დაცვით”, – თქვა დეგნანმა. ცნობისთვის, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით” ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა “იმედის” ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების “სწორად ინფორმირება” იყო.

იტვირთბა....