ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თუ მიშას დახსნა პარლამენტის დატოვებაზეა დამოკიდებული, რა გვინდოდა ამდენ ხანს იქ? – რომან გოცირიძის პასუხი ნიკა მელიას

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატი, რომან გოცირიძე ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„მიხეილ სააკაშვილის, ან ნიკა გვარამიას ციხიდან დახსნა თუ პარლამენტის დატოვებაზეა დამოკიდებული, მაშინ რა გვინდა ამდენ ხანს საკანონმდებლო ორგანოში? თუ ასეთი უებარი წამალი არსებობს და მიგვიგნია ამ წამლისთვის? თურმე დეპუტატების ბრალი ყოფილა, მიშა ასეთ დღეში რომ არის. არ არის ასე მარტივად საქმე.

რომ არ ყოფილიყო საპარლამენტო დელეგაცია, არც ის რეზოლუციები იქნებოდა, რომელსაც ახლა ვხედავთ, არც სტრასბურგში, არც კონგრესში“ , – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, სააკაშვილის პროცესის შემდეგ ნიკა მელიამ მედიასთან შემდეგი კომენტარი მისცა: „მიმაჩნია, რომ ოპოზიციიდან დეპუტატებმა პარლამენტში, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იქ გაჩერება-არგაჩერების საკითხის გარშემო, იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს“ .

იტვირთბა....