ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ პროცესის ზედმეტად შეფერხება კითხვის ნიშნებს ბადებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს, მის მდგომარეობას და სიტუაციას. ასეთ მდგომარეობაში სასამართლო პროცესის გადადება მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით, როდესაც გადაუდებელი სიტუაციაა და საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვამბობ, რომ ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ მან მიიღოს შესაბამისი და საჭირო სამედიცინო დახმარება, მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიჯანსაღისთვის კიდე ზედმეტად შეფერხება ამ პროცესის, რა თქმა უნდა, იწვევს შეშფოთებას და ქმნის დამატებით კითხვებს”,- განაცხადა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარი პროცესს ვერც დღეს დაესწრო. დისტანციურად ჩართვაზე კი პენიტენციურმა სამსახურმა უარი სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის არარსებობის გამო უთხრა.