ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებაში დამნაშავე პირები საავადმყოფოში მუშაობას აგრძელებენ – რას ყვება „მეტრონომთან“ გაიოზ ჩარკვიანი

20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის მამა, გაიოზ ჩარკვიანი “მეტრონომთან” შვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ალაპარაკდა. ადვოკატის თქმით, მისი შვილის გარდაცვალებაში დამნაშავე ექიმები და მედდები კლინიკაში მუშაობას კვლავ აგრძელებენ.

“ჩემი შვილის გარდაცვალებაში დამნაშავე პირები ავად და საუბედუროდ კლინიკაში მუშაობას კვლავ განაგრძობენ.”- აღნიშნა გაიოზ ჩარკვიანმა.

კითხვაზე რატომ არ ითვალისწინებს ამ დეტალებს გამოძიება აფარებენ თუ არა კონკრეტულ პირებს აფარებენ ხელს გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ უპასუხა:

“გამოძიებას, ნებსით თუ უნებლიეთ, მაინც მოუწევს ამ ყველაფრის დადგენა. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს. მე და ჩემმა მეგობრებმა გამოძიება უნდა ვაიძულოთ, რომ გამოკვეთონ სიმართლე. ამ სიმართლეს ვეღარავინ გაექცევა. შეიძლება დროში გაწელონ, მაგრამ მაინც მივა ბოლომდე.

კონკრეტული პირები არიან დამნაშავეები და პასუხისმგებლობა ვრცელდება კლინიკაზეც, რადგან ის პირები კლინიკაში მუშაობენ. რამდენი ადამიანი შეიწირეს უკვე. რამდენი ადამიანი არ იკვლევს თავიანთი გარდაცვლილების საქმეებს, შეიძლება იმაზე მეტი მტკიცებულებები იყოს რაც ჩემი შვილის საქმეში იყო. როდემდე უნდა შერჩეთ? გარდაცვლილების სულებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. როცა წავალთ იმ ქვეყნად სამართლიანად წავალთ, რადგან რაღაც გავაკეთეთ სამართლიანობის აღსადგენად.”- აღნიშნა ადვოკატმა.

იტვირთბა....