[su_quote] ჩვენ ვიხილეთ გუშინ ევროპარლამენტი, დებატები, რომელიც თავის არსში დაცლილი იყო ევროპისგან. დაცლილი იყო ევროპისგან, ვინაიდან, ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა, გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო პროპაგანდა, თითქოს საქართველოში ხელისუფლება არის მიტაცებული, გამოყენებული იყო იმისთვის, რომ პირდაპირი შეტევა განხორციელებულიყო დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე. [/su_quote]
– განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.