ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გუშინ იყო არგენტინა-ხორვატიას თამაში და არ მეცალა, ვერ მოვისმინე – ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტის დებატებზე

მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ არგენტინა-ხორვატიას თამაშის გამო ევროპარლამენტის დებატებს ვერ მოუსმინა.

“უნდა მომიტევოთ, გუშინ იყო არგენტინა-ხორვატიას თამაში და არ მეცალა, ვერ მოვიცალე და ვერ მივადევნე თვალი, თუმცა ახლა იქ ფოტიგა, კუბილიუსი და ისინი რომ იქნებოდნენ, ბუნებრივია რა იქნებოდა, წარმომიდგენია. ბოდიშს გიხდით, ვერ მოვისმინე, იმიტომ რომ გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და ვულოცავ არგენტინას ფინალში გასვლას.

გამოსვლებისთვის არ მიყურებია, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელოვანი თამაში იყო, თუმცა, ზუსტად ვიცი, იქ რაზე იქნებოდა ამათგან საუბარი“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარებმა 13 დეკემბერს საქართველოს შესახებ დებატები გამართეს და „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ, ასევე, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდეს

იტვირთბა....