მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლემ, გიორგი არევაძემ „ვივა მედის“ განმარტებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, საავადმყოფომ, სადაც ამჟამად საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება, სააკაშვილის სასამართლოში ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცა.
„მივიღეთ წერილი „ვივამედიდან“, სადაც წერია, რომ 2022 წლის 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, – თქვა მოსამართლემ.