ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

,,ტვ პირველი” მზად არის, აღმოგიჩინოთ უსასყიდლო ტექნიკური დახმარება – ნოდარ მელაძე იუსტიციის სამინისტროს

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე იუსტიციის სამინისტროს დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ,,ტვ პირველი” მზად არის, აღმოგიჩინოთ უსასყიდლო ტექნიკური დახმარება და უზრუნველყოს მისი ტექნიკური საშუალებებით, მაღალი გარჩევადობის full HD ხარისხით პირდაპირი ტრანსლაცია კლინიკა ,,ვივა მედიდან” თბილისის საქალაქო სასამართლოში. ასევე ტექნიკურად უზურნველყოს უკუკავშირი სასამართლოდან კლინიკაში. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მზად ვართ ,სიგნალის ტრანსლაცია უზრუნველყოფილი იყოს დაუყონებლივ”- წერს ნოდარ მელაძე.

შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილს ზემოაღნიშნულმა უწყებამ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის უფლება არ მისცა, მიზეზად კი ტექნიკური საშუალების არქონა დაასახელა.

იტვირთბა....