უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის 58-ე არმიის სარდლობა განადგურებულია.
„ქალაქ მელიტოპოლში 58-ე არმიის სარდლობის გარდა, ენერგოდარის, ტოკმაკისა და გულაიპოლეს რაიონში განადგურებულია 3 საარტილერიო დანაგდარი და 10 ერთეულამდე სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა. დაჭრილია მოწინააღმდეგის 150-მდე ჯარისკაცი”, – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული დანაყოფი 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში.