ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროპარლამენტარების ნაწილის მიზანია დასაჯონ ივანიშვილი – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში გუშინ გამართულ აქტივობას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ევროპარლამენტართა ნაწილს ივანიშვილის დასჯა სურს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არის ჯგუფი, პოლიტიკოსებისა, ევროპარლამენტში, რომელიც არის თვითგამოცხადებული მეგობრები საქართველოსი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვთ, გარდა ერთია. 2012 წლიდან მოყოლებული არის ჯგუფი ევროპარლამენტში, რომელსაც აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი – დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში დააბრუნონ მიხეილ სააკაშვილი. ეს არის, წლების განმავლობაში ამას ვუყურებთ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარებმა ღიად დაუჭირეს მხარი მიხეილ სააკაშვის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას და აღნიშნეს, რომ თუკი ეს არ მოხდება, საქართველო დაემშვიდობება ევროინტეგრაციის პერსპექტივას.

იტვირთბა....