ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილი ნელი სიკვდილით, წამებით კლავს სააკაშვილს – დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოში სასამართლო ბიძინა ივანიშვილს აქვს მიტაცებული და, შესაბამისად, მას არანაირი მოლოდინი არ აქვს.

„არაფრის მოლოდინი არ მაქვს, რადგან საქართველოში თავისუფალი სასამართლო არ არსებობს, საქართველოში არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ქვეყანა, ამიტომ სასამართლო მას ემორჩილება და ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. პირველ რიგში, მე არ მგონია, რომ დღეს მორჩეს და დასრულდეს ეს პროცესი. ეს არის ჩემი მოსაზრება. არ ვიცი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სწრაფად გადაწყდეს ის საკითხი, როგორც უნდა გადაწყდეს და გუშინ ევროპარლამენტში ჩვენ ამას ვუსმენდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უკვე გავიგებთ, ყველა ჩამოყალიბდება საერთაშორისო და საზოგადოებრივი აზრი, რომ ბიძინა ივანიშვილი ნელი სიკვდილით, წამებით კლავს მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

იტვირთბა....