ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხანძარი თელავში – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ხანძარი თელავში – გარდაცვლილია ორი ადამიანი, მძიმედაა ერთი.

ცეცხლი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნისკენ მდებარე მშენებარე კოტეჯში გაჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, იქ 4 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის აალებული შენობიდან მხოლოდ ორმა გამოაღწია.

ერთ-ერთ მათგანს სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული და საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდაცვლილები თელავის მუნიციპალიტეტში ქართლის რეგიონიდან სამუშაოდ იყვნენ ჩასულები.

ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

იტვირთბა....