უბედური შემთხვევა მოხდა სურამში – გაზის აფეთქების შედეგად გამოწვეულ ხანძარს 24 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
როგორც “მოზაიკას” უთხრეს, გარდაცვლილი სურამში მშენებლობაზე მუშაობდა.
“კოტეჯებს აშენებდა. გაზი აფეთქდა, ხანძარი გაჩნდა, რა დროსაც ეს ბიჭი დაიღუპა”, – უთხრეს “მოზაიკას”.