ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ერთ-ერთი დაღუპული მორგშია გადასვენებული, მეორეს ცხედრის გამოსვენებას ვცდილობთ – უკრაინაში მებრძოლი ქართველი

რუს ოკუპანტებთან ბრძოლას უკრაინაში გუშინ კიდევ ორი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. იქ მყოფი ქართველი მებრძოლების თქმით, ერთ-ერთი მათგანის ცხედარი მორგშია, ხოლო მეორე მებრძოლის გამოსვენება ჯერ ვერ ხერხდება.

ბრძოლისას დაიჭრა კიდევ სამი ქართველი, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

“ბახმუტის მისადგომებთან, შეტაკებაში, ვაჟკაცურად, 30 მეტრში რუსებთან დაეტაკა 28-ე ბრიგადაში გაფორმებული ქართველი პარტიზანები. დაჭრილების მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია, ნორმალურია, მათ სიცოცხლეს არაფერი არ ემუქრება. დაღუპული ერთ-ერთი გადაყვანილია კონსტანტინოვკის მორგში. ვაკო სულაძე თავის ბიჭებთან ერთად ყველაფერს ცდილობს, რომ მეორე მიცვალებულიც გამოიყვანონ”, – თქვა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, დავით ქუქჩიშვილმა.

ცნობისთვის, ბახმუტთან იერიშის 3 დეკემბერს კიდევ 5 ქართველი გმირი ემსხვერპლა, რომელთა ცხედრების გამოსვენებაც ბრძოლის ველიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება.

იტვირთბა....