ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მძიმე დღე აღმოჩნდა გუშინ… – რას წერს ბუკა პეტრიაშვილი

პოლიტიკოსი ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

მძიმე დღე აღმოჩნდა გუშინ….ისევ . მიშა თევდორაძე და სერგო ქართველიშვილი დაიღუპნენ ბახმუტთან საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში! ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი გმირი ბიჭები!
დღეს “რონდელის მსოფლიო რადარის დღეა”! 10.00 ნინო გელაშვილთან ერთად “დილის საუბრებში” გავშლით უკრაინის და დანარჩენი მსოფლიოს ამბებს! გვიყურეთ დილის საუბრების და რადიო თავისუფლების ფბ გვერდებზე და გვისმინეთ რადიო პალიტრის ფმ 103.9 ტალღაზე.
ბახმუტთან ძალიან მზიმე ბრძოლები მიდის! ერთ უბანზე გარღვევაც მოახერხა ვაგნერის ურდომ. თავად ბახმუტს ჩვენები აკონტროლებენ, მაგრამ მიდამოებში ბრძოლების ინტენსივობა ძალიან გაიზარდა! ასევე მძიმე ბრძოლები იყო გუშინ ავდეევკისთვის! შედარებით პოზიციური ბრძოლების რეჟიმში წარიმართა დღე მარიინკის, ველიკა ნოვოსელკის, პერვომაისკოეს და პავლივკის დამცველებისთვის!
კარგად უტევენ ჩვენები კრემენა სვატოვეს მიმართულებაზე. ფაქტიურად მიუახლოვდნენ კრემენას გვერდით მდებარე ჟიტლივკას და უშუალოდ კრემენას თავდაცვის ზღუდეებს! ლუჰანსკის ცალკეულ მიმართულებებზე ურდოც ახორციელებს კონტრშეტევებს, მაგრამ დგანან კარგად ჩვენები!
საერთაშორისო ამბებიდან ყველაზე კარგი და დიდი ამბავი ის არის, რომ ამ დღეებში შეიძლება უკვე ოფიციალურადაც გამოცხადდეს ამერიკის მიერ უკრაინისთვის პეტრიოტის ჰსთ სისტემის გადმოცემა!
ეს მართლა ძალიან დიდი ამბავია! უკრაინელი სამხედროების ჯგუფები ასრულებენ ბავარიაში სამხედრო ბაზაზე პეტრიოტის ათვისებას, ამერიკაში კი სრულდება დოკუმენტაციის მომზადება!
ასევე საფრანგეთი გადასცემს 1 ჰსთ სისტემას!
გუდინ პარიზში ფორუმი გაიმართა უკრაინის დასახმარებლად! გამოცხადდა რომ 76 მილიონი ევროს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული დახმარება წავა უკრაინაში. აგრეთვე აღდგენის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება საფრანგეთი!
აშშ დან წავიდა ენერგეტიკული დახმარების ფარგლებში 13.5 მილიონი დოლარის მოწყობილიბები.
იტალიის პარლამენტმა კი დაამტკიცა 2023 წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სამთავრობო პროგრამა!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – რუსეთის ბოროტების იმპერია უნდა დაინგრეს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!

იტვირთბა....