aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოში გამოჩნდა ანტიდასავლური გამოთქმები, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია” – ზურაბიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ორბელიანების სასახლეში, იურისტისა და მეცნიერის, მიხეილ მუსხელიშვილის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა;

“სამწუხაროდ, წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა და როდესაც უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ის, რომ გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც აქამდე არსებობდა, ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნა, საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რომელიც საქართველოში, ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია და არც უნდა არსებობდეს. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, თუმცა, სამწუხაროა, რომ გვესმის ისეთი აქცენტები, რომელიც მხოლოდ საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა” , – განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....