აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ გვარა-მუხაესტატეს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა, რის შედეგადაც სანიაღვრე არხში გადავარდა.
როგორც ცნობილია, ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის კოდექსის 276-მუხლით დაიწყო.