ცხვარიჭამიაში მოკლული ბიჭის დედა სასამართლო პროცესებს ესწრება.
მან ჩვენება სასამართლოს უკვე მისცა.
ნინო ვაშაკიძე “პირველებს” ეუბნება, რომ მას შვილი მოუკლეს და ერთადერთი რასაც ელოდება არის ის, რომ ელოდება, თუ რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო.
„როდესაც სასამართლო პროცესი დამთავრდება, მერე მოგცემთ კომენტარს.
რა პოზიცია უნდა მქონდეს საქმესთან დაკავშირებით, შვილი მომიკლეს, შვილი აღარ მყავს“. – ამბობს ცხვარიჭმიაში მოკლული ბიჭის დედა.
20 წლის სტუდენტის მკველობის საქმე თავდაყირა დგება.
ცხვარიჭამიაში საბედისწერო დაბადების დღეზე მოკლული მირიან კუკავას თანატოლები ჩვენებებს სასამართლო დარბაზში ცვლიან.
დღეს მოსამართლეს პროკურატურის მოწმის ჩვენება უნდა მოესმინა თუმცა, სხდომათა დარბაზში მარიამ ვაზაგაშვილმა ჩვენება სრულად შეცვალა. საქმეში სტუდენტის მკვლელობის შემდეგ გადაღებული ვიდეო მასალაც გაჩნდა.