რუსთავში, შევჩენკოს ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ცეცხლი სამზარეულოში სარეცხის მანქანას გაუჩნდა.
შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ეკიპაჟი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.