ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გარდაიცვალა სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი” – სოზარ სუბარი

„ქართული ოცნებიდან“ „ხალხის ძალაში“ წასული პარლამენტარი, სოზარ სუბარი ნორა კვიციანის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, კვიციანი წინა ხელისულების მძევალი იყო.

„გუშინ გარდაიცვალა სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი, ნორა კვიციანი. ეს ადამიანი იყო პატრიოტიზმის, ქართველი ქალის ღირსების და გაუტეხელი სულის განსახიერება.

მინდა საზოგადოებამ იცოდეს ვინ არიან ნამდვილი გმირები. გმირი, რომელმაც 15 წლის განმავლობაში შეძლო კოდორის ხეობა შეენარჩუნებინა. რომ არა მისი პირადი, ძალიან მაღალი ავტორიტეტი, ვერავინ შეძლებდა იმის გაკეთებას, რომ ეს ხეობა ყოფილიყო შენარჩუნებული.

მის საქმეში არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება. მას 6 წელი მიუსაჯეს სრულიად უკანონოდ და ძალიან ღირსეულად იხდიდა ამ დაუმსახურებელ სასჯელს. ნორა კვიციანი არ იყო უბრალოდ პოლიტიკური პატიმარი ეს იყო პოლიტიკური მძევალი, რომელიც დააპატიმრეს მხოლოდ იმის გამო რომ სააკაშვილის რეჟიმი დევნიდა. ნორა კვიციანმა ღირსეულად იცხოვრა და ღირსეულად გარდაიცვალა. მინდა მის ოჯახს და მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ ვუთხრა სამძიმარი“ , – განაცხადა სუბარმა.

იტვირთბა....