ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილმა პალატაში გონება დაკარგა

მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მისი ნახვის შემდეგ განაცხადა.

ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი პალატაში ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში ნახა. მისი თქმით, სააკაშვილს საუბარი უჭირდა და გონების კარგვის მომენტიც ჰქონდა.

ძალიან რთული მდგომარეობა დამხვდა, ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იყო და გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ გონზე მომეყვანა. მძიმედ საუბრობდა, შესვენებებით, საუბარი უჭირდა, ერთი-ორჯერ გაითიშა კიდეც საუბრის დროს, გონების კარგვის მომენტი იყო. საუბრის დროს გაითიშა, 3-4-ჯერ იყო ასეთი მომენტი. რომ შევედი იწვა და ვხედავდი, რომ ვეღარ მესაუბრებოდა. ერთხელ ჰქონდა ასეთი მდგომარეობა, ოღონდ ამდენი ეპიზოდი არ ყოფილა. საქმის მასალებში მას აქვს 4-ჯერ გონების კარგვის ეპიზოდი, რომელიც 20 წუთს გაგრძელდა. გონების კარგვის ერთ-ერთი ეპიზოდის მერე მოხდა მისი გადმოყვანა “ვივამედში”. სურვილი აქვს, რომ ხვალინდელ პროცესზე ჩაერთოს. თქვა, რომ თუ შეძლო, შეეცდება რაღაც თქვას. თუ იმ მდგომარეობაში იქნება, როგორც დღეს, რაიმეს თქმა გაუჭირდება, მაგრამ ჩართვით ჩაერთვება, – განაცხადა ხაჭაპურიძემ

იტვირთბა....