ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ამ სავარძლებიდან მიკროფონებთან რომ ომობთ „დუქნის ლომები“, მართლა თუ გეომება, წადი, გმირი ბიჭების გვერდზე დადექი – ოდიშარია მანჯგალაძეს

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ ოპოზიციას მიმართა.
ოდიშარიამ მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებს დუქნის ლომები უწოდა.

„ამ სავარძლებიდან მიკროფონებთან რომ ომობთ, მართლა „დუქნის ლომები“, აბა, წადი ერთი და მართლა თუ გეომება, გმირი ბიჭების გვერდზე დგომა გინდა, ჩვენი საამაყო ბიჭების, მართლა თავისუფალი სამყაროს ღირებულებებისთვის მებრძოლი ბიჭების გვერდზე დასხედით“ , – განაცხადა ოდიშარიამ.

მანვე ისაუბრა უკრაინაში ბევრძოლ ქართველ ჯარისკაცებზე.

„საოცარია რა ყველაფრის სწავლება, მორალის კითხვა ვისგან, და რა მიმართულებით?! ჩვენ რომ მებრძოლებს პატივს ვცემთ, ჩვენ რომ ამას გამოვხატავთ და რა ფორმითაც გამოვხატავთ, სისტემურად, მართლაც ნამდვილი პატრიოტული მიდგომებით ამაზე გენერალმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც ისაუბრა.

„ბატონო პაატა მაჯგალაძევ, კამერების გარეშე გმირთა მოედნის ობელისკთან მისული თუ ყოფილხართ?! საერთოდ, აქედან, ამ სავარძლებიდან და მიკროფონებთან რომ ომობთ, მართლა „დუქნის ლომები“, აბა, წადი ერთი, ადექი და მართლა თუ გეომება და გმირი ბიჭების გვერდზე დგომა გინდა, მართლა ჩვენი საამაყო ბიჭების, თავისუფალი სამყაროს ღირებულებებისთვის მებრძოლი ბიჭების გვერდზე დასხედით“, – განაცხადა ოდიშარიამ.

მან ასევე ისაუბრა უკრაინის ომში წასულ დეპუტატებზე და აღნიშნა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი უკრაინაში „ტიკ-ტოკმეომარი“ იყო.

„სულ ორ „ტიკ-ტოკ“ მეომარს იცნობს ეს ომი, ერთი ჩრდილოთ კავკასიიდან და მეორე – თქვენი „ტიკ-ტოკ“ მეომარი იყო იქ რომ დარბოდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მაგრამ როგორც კი აგრილდა წამობრძანდა. თუ ჩემი ძმა ხარ ერთი, ნაძვის ხეზე რომ ლაპარაკობთ, სახლში არ გაქვთ ნაძვის ხე და არ აუნთეთ თქვენ ბავშვებს? განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში, პირდაპირ კონკრეტული ხელიდან რომ იღებთ გარკვეულ საკვებს, დარწმუნებული ვარ, გაბრდღვიალებული გაქვთ სახლში ნაძვები. უბრალოდ, არ მინდა, თორემ რა სინონიმიც აქვს თქვენ პარტიას „გრინჩები“ თქვენთვის ნამეტანი გაკეთილშობილება იქნება, ან რას ვერჩი იმ „გრინჩებს“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

იტვირთბა....