დღეს დილით მასშტაბური ხანძარი გაჩნდა სანქტ-პეტერბურგში, „ზირკის“ ქარხნის ტერიტორიაზე. ცეცხლი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორსართულიან შენობას გაუჩნდა და 200 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა
აღნიშნული ქარხანა რუსეთის საზღვაო ძალებისთვის, გენერატორებისა და ელექტრო ქვესადგურებისთვის ძრავებს აწარმოებს.
ქარხნის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათ ტერიტორიაზე ხანძარი არ ყოფილა და შენობას, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, ქარხანასთან კავშირი არ აქვს.