ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიჭირს საუბარი – მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა სამადაშვილმა ატირებულმა დატოვა

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა სამადაშვილმა ატირებულმა დატოვა.

ოპოზიციონერი დეპუტატი მესამე პრეზიდენტის უმძიმეს მდგომარეობაში ნახვამ ააღელვა.

“მე ვხედავ, რომ ეს ადამიანი რაღაცნაირად ილევა, ძალიან მიჭირს საუბარი ამ შეხვედრის შემდეგ.

მას აქვს იმედი, რომ ხვალ ექნება შესაძლებლობა, მიმართოს საზოგადოებას და მოქალაქეები ნახავენ, რა მდგომარეობაშია” – თქვა დეპუტატმა.

სამადაშვილის თქმით, დღეს საქართველოს საკითხზე დებატების წინ ის სასწრაფოდ გაუგზავნის წერილს ევროპარლამენტარებს და შეატყობინებს სააკაშვილის მძიმე მდგომარების შესახებ.

“მე მინდა, ყველას შევახსენო, სააკაშვილს სიკვდილით დაემუქრა პუტინი, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ პუტინის მუქარა აღსრულეს ჩვენს სახელმწიფოში და აქ”. – თქვა სამადაშვილმა

იტვირთბა....