ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დაიწყო შეიარაღებული ჯარების მზადყოფნის შემოწმება – რისთვის ემზადება ბელორუსი

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ​ბელარუსში ჯარების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო.
შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა.

„ჯარებს მოუწევთ რაც შეიძლება მალე გადაადგილდნენ დანიშნულების ადგილებზე, განახორციელონ საინჟინრო აღჭურვილობა, უზრუნველყონ თავდაცვა და ასევე ააგონ გადასასვლელები მდინარეებზე ნემანსა და ბერეზინაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ 12 დეკემბერს უკრაინული მედია UNIAN წერდა, რომ რუსეთმა ბელარუსში, უკრაინის საზღვართან ახლოს სამხედროები გადაისროლა.

მათივე ცნობით, რუსი სამხედროების კოლონები სამხედრო აღჭურვილობასთან ერთად, ბრესტის ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

იტვირთბა....