ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეს არის სააკაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი – ანზორ მელია

ექიმი და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა ანზორ მელია, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადადებას ეხმიანება და პროცესის გაჭიანურებას სასიკვდილო განაჩენს უწოდებს.

„ეს არის სააკაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი. საათებს აქვს მნიშვნელობა არა თუ დღეებს. როგორ შეიძლება სასამართლო გადაედოთ! კაცი არის უმძიმეს მდგომარეობაში. მარტო ერთი ორგანო ხომ არ აქვს დაზიანებული, რამდენიმე ორგანო აქვს დაზიანებული. ხალხი არ უნდა გაჩერდეს, ყველა უნდა გამოვიდეს. პირველ რიგში, ხმა უნდა ავიმაღლოთ, განსაკუთრებით ექიმებმა“, – აცხადებს ანზორ მელია.

იტვირთბა....