ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მინდა ამის რწმენა მქონდეს, რომ 34-ვე იდეითა და ენთუზიაზმით იბრძოდა…” – კობახიძე დაღუპულ ჯარისკაცებზე

“ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უკრაინაში დაღუპულ გმირებზე საუბრისას მორიგი უხეში განცხადებები გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი თავისუფლების იდეით იბრძოდნენ იქ და არა ფულის სანაცვლოდ. მისი თქმით, არის გარკვეული კითხვის ნიშნები, როდესაც საქმე ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც “ფულის სანაცვლოდ აკეთებენ ამას”:

“რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ენთუზიაზმით არიან წასული უკრაინაში, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ ამ ენთუზიაზმს, რომ ვისაც გულით სჯერა, რომ ისინი იბრძვიან იდეისთვის. ვინც ფულის სანაცვლოდ აკეთებს ამას, იქ არის, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები და ეს არ არის ცალსახად შესაფასებელი მოვლენა. ამიტომ, რაღაც ზღვარი უნდა გაევლოს… ვინც ენთუზიაზმით იბრძვის იდეისთვის, რა თქმა უნდა, ის იმსახურებს პატივისცემას.

თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, ის რა თქმა უნდა, გმირია. მაგალითად, ფულის სანაცვლოდ შეიძლება ვიღაცა მიდიოდეს. მე იმედი მაქვს, მინდა ამის რწმენა მქონდეს, რომ 34-ვე იდეით იბრძოდა…” – განაცხადა მან.

იტვირთბა....