ჯანდაცვა

ენდოკრინოლოგი გვირჩევს: წყალი – სიმსუქნის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია

ენდოკრინოლოგი გვირჩევს: წყალი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის. მითუმეტეს, რომ ჩვენი ორგანიზმის 70 პროცენტი წყლისგან შედგება. შესაბამისად, აუცილებელია წყალი მივიღოთ და ორგანიზმს მისი დეფიციტი არ განვაცდევინოთ. თუმცა წყლის მიღება ინდივიდუალურია. ასევე უნდა გავითავლისწინოთ, რომ სითხეს მხოლოდ წყლით არ ვიღებთ, ვიღებთ წვნიანებით, სხვადასხვა წვენებით, თუმცა არა ყავით ან მუქი ჩაით. ეს ორი სითხედ არ მიიჩნევა. თუ ყავა უკოფეინოა, ამ შემთხვევაში ჩაითვლება სითხედ. კოფეინს შარდმდენი თვისება აქვს, შესაბამისად, ის სითხე, რასაც ვიღებთ, ისევ გარეთ გამოდის. ამან შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ანუ გაუწყლოება.

სითხის ნაკლებობა იწვევს შემდეგს: იცვლება კანის, თმის, ფრჩხილის სტრუქტურა.

სითხეში არ გადის ალკოჰოლი, რადგან ის სითხის დაგროვებას იწვევს ორგანიზმში და შეშუპებით სრულდება. ეს პათოლოგიაა ორგანიზმისთვის.

ხილის წვენი თუ ახალდაწურულია, ის სითხედ განიხილება.

რძეც გადის სითხეში, მთავარია მისი დოზირება დავიცვათ.

თუ წყლის მიმოცვლა ორგანიზმში ადეკვატური არ არის, მაგალითად, ან დაგროვება ხდება მისი ორგანიზმში, ან პირიქით, დეფიციტი წარმოიქმნება, ეს იწვევს წონის მატებას.

კვებამდე 10-15 წუთით ადრე უნდა მივიღოთ წყალი. რაც შეეხება უზმოზე წყლის მიღებას, მას ორმაგი ეფექტი აქვს: მადის დაქვეითებას იწვევს და კუჭ-ნაწალავის ტრაქტი იწყებს ფუნცქიონირებას, რის გამოც საჭირო ნივთიერებათა შეწოვა ადვილად მიმდინარეობს.

ხშირად ადამიანი ფიქრობს, რომ შია. სინამდვლეში ეს წყურვილია, რომელსაც ტვინი არასწორად აღიქვამს. ამიტომ წყლის მიღებით მატყუარა მადას ვაქვეითებთ.

წყლის ნაკლებობა ნერვულ სისტემაზეც მოქმედებს. იწყება გაღიზიანებადობა, გულის აჩქარება და თავის ტკივილი.

წყლის ნაკლებობის გარეგნული ნიშნებია: დაღლილობა, მოთენთილობა, თვალების, პირის, კანის სიმშრალე, ძილიანობა, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი. შინაგანი დიაგნოსტირებისას კი პირველად თირკმელზე ჩანს წყლის დეფიციტი. ამ დროს შესაძლებელია კენჭის ჩამოყალიბებაც.

წყალი სასურველია ოთახის ტემპერატურის იყოს. დღის განმავლობაში ნახევარ საათში ერთხელ მაინც უნდა მივაწოდოთ გარკვეული რაოდენობა წყალი. ძილამდე 1-2 საათით ადრე უნდა მივიღოთ წყალი.

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ წყლის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა მარილიან საკვებს ვიღებთ. ამით მარილი ორგანიზმიდან უნდა გამოვიტანოთ.

კალციუმი და კალიუმი გამოაქვს ყავას. სუფთა წყალს არ გამოქვს ორგანიზმიდან არაფერი.

გასათვალისიწინებელია, რომ წყლის დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება კენჭოვანი დაავადებების და  გულ-სისხლძარღვთა სისტემების გარკვეული დაავადებების დროს. წნევის დროს წყლის მიღება სასურველია, რადგან ის არეგულირებს წნევას.

მინერალურმა წყალმა სუფთა წყალი მთლიანად არ უნდა ჩაანაცვლოს. წყალი არის სიმსუქნის, გულსისძარღვთა, შარდსასქესო, კუჭნაწლავის ტრაქტის პროფილაქტიკისთვის შეუცვლელი.

იტვირთბა....