“ნაციონალური მოძრაობამ” გაასაჯაროვა თბილისის მერის დავით ნარმანიას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტი, საიდანაც ვიგებთ, რომ თბილისის მერიამ ისანი-სამგორის რაიონის მთავარ პროკურორს ლეონიდ გერგედავას ქალიშვილს საფრანგეთში სწავლისთვის ფული – 5 400 ლარი გადაურიცხა.
ნარმანიამ პროკურორის შვილის საფრანგეთში ცხოვრების თანხა სოციალურად დაუცველთა ფონდიდან გადარიცხა. სწორედ ამიტომ,
“მეტრონომი” დაინტერესდა გერგედავას ქონებრივი მდგომარეობით.
“სოციალურად შეჭირვებულ” გერგედავას ქონებრივი დეკლარაცია რამდენიმე თვის წინ აქვს შევსებული. რომლითაც ირკვევა, რომ პროკურორს საბურთალოზე, კერძოდ ხილიანის ქუჩაზე 168. კვ. მ ბინას ფლობს. გერგედავას ასევე აქვს მიწის ნაკვეთი ლიკანში.
რაც შეეხება დანაზოგს, პროკურორს 4 900 GEL და 1000 EUR აქვს მითეთებული დანაზოგის სახით.
გერგედავამ პროკურორის პოსტზე ერთი წლის განმავლობაში 38 560 ლარი აიღო, რაც თვიურად 3 166 ლარს შეადგენს.
რატომ ჩათვალა თბილისის მერიამ და ნარმანიამ გერგედავების ოჯახი სოციალურად დაუცველად და რატომ დააფინანსა ქალაქის ბიუჯეტიდან გერგედავას ქალიშვილის ფრანგული განათლება ამ ეტაპზე უცნობია. მერიაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. “მეტრონომი” დაუკავშირდა პროკურატურასაც, თუმცა არც მათ ისურვეს გერგედავაზე საუბარი.
ამასობაში, კი ოპოზიცია ნარმანიასა და პროკურორის პასუხისმგებლობის დაყენებაზე საუბრობს.