ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცნობილია ექიმების მორიგი დასკვნა: სააკაშვილს მეოთხე ხარისხის კახექსია დაუდგინდა – “მოსალოდნელია მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება”

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ეგი­დით შექ­მნი­ლი კონ­სი­ლი­უ­მის დას­კვნით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მე­ო­თხე ხა­რის­ხის კა­ხექ­სია აქვს, რა­საც სი­ცო­ცხლის­თვის მძი­მე პროგ­ნო­ზი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს.

კონ­სი­ლი­უ­მის დას­კვნა­ზე სა­უბ­რი­სას კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რმა, ექიმ­მა თენ­გიზ წუ­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნია, რომ ძი­რე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი, “მო­ცი­ლე­ბუ­ლი უნდა იქ­ნას ამ გა­რე­მოს და სხვა­გან იქ­ნას გა­დაყ­ვა­ნი­ლი”.

“პა­ცი­ენ­ტი გავ­სინ­ჯეთ 4 დე­კემ­ბერს. წინა გა­სინ­ჯვას­თან შე­და­რე­ბით, რო­მე­ლიც აპ­რილ­ში ჩა­ვა­ტა­რეთ, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იყო გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი, შე­ვა­ფა­სეთ რო­გორც მძი­მედ. გა­უ­ა­რე­სე­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და წო­ნის კლე­ბა­ში, პა­ცი­ენ­ტის კოგ­ნი­ტუ­რი ფუნ­ქცი­ე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ში, გა­მო­ი­ხა­ტა ასე­ვე კუნ­თე­ბის გან­ლე­ვა, სა­ერ­თო სი­სუს­ტე, პა­ცი­ენ­ტი ვერ დგე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად, დახ­მა­რე­ბით დგე­ბა, კონ­ტაქ­ტში შე­მოს­ვლა უჭირს. შე­ფას­და მისი კოგ­ნი­ტუ­რი სფე­როც და ისიც დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია, აქვს ცხე­ლე­ბა, ყვე­ლა­ფერ­მა ამან მოგ­ვცა უფ­ლე­ბა, რომ გვე­სა­უბ­რა შიმ­ში­ლო­ბის ისეთ მძი­მე გარ­თუ­ლე­ბა­ზე, რო­გო­რიც არის კა­ხექ­სია. მაგ­რამ უფრო ანე­რო­ქ­სია იყო, ვიდ­რე შიმ­ში­ლო­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენ­ტი აცხა­დებს, რომ არ შიმ­ში­ლობს, მას აქვს გუ­ლის რევა და ვერ იღებს საკ­ვებს.

კა­ხექ­სი­ის დროს ხდე­ბა ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის კი­დევ უფრო აჩ­ქა­რებ და მდგო­მა­რე­ო­ბის მკვეთ­რი დამ­ძი­მე­ბა არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ის ახლა შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს მე­ო­თხე ხა­რის­ხის კა­ხექ­სი­ით, რა­საც სი­ცო­ცხლის­თვის მძი­მე პროგ­ნო­ზი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობ­და სხვა­დას­ხვა მრა­ვალპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში, უკეთ­დე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი, ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი კვლე­ვე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბა, მდგო­მა­რე­ო­ბა მა­ინც სწრა­ფად გა­უ­ა­რეს­და, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ვთვლით, რომ ძი­რე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი ამ ეტაპ­ზე.“, – გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ წუ­ლა­ძემ.

იტვირთბა....

სხვა ამბები

“როგორც ვიცი, ამ დროისთვის, ჩემი შვილი რეანიმაციაში არ იმყოფება… გიულისაც უთხრეს, რომ უკვე ამზადებდნენ” – ნიკოლოზ სააკაშვილი

პარტია “ლელო” “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას წყვეტს

ექიმებს სახეზე ეტყობათ, რომ ღელავენ – რა ინფორმაციას ავრცელებს გიული ალასანია

დეკანოიძე ხაბეიშვილზე: კოლეგებთან შეუთანხმებლად ასეთი განცხადებები არ კეთდება

რა მიწერა სააკაშვილმა ლევან ხაბეიშვილს – ენმ-ს ახალი თავმჯდომარე მესამე პრეზიდენტის გზავნილს აქვეყნებს

რეანიმაციაში ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ, რაღაც პროცედურებია გასავლელი – გიული ალასანია