წიგნებს ყდით არ აფასებენ, კარგ წიგნებზე მკითხველები საუბრობენ და განიხილავენ ავტორიტეტული კრიტიკოსები. თუმცა, თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი პროდუქტის ხარისხზე, ასევე მისი პოპულარობაც მეტყველებს. ლიტერატურულ სამყაროში მუდმივად ჩნდებიან ახალი საინტერესო მწერლები, თუმცა 2022 წლის ბესტ სელერებს შორის უკვე კარგად ნაცნობ წიგნებსაც შეხვდები. მაგალითად წელს გამოცემულ წიგნებს შორის, წინა წლების მსგავსად, ისევ ინარჩუნებს პოპულარობას ჰარი პოტერი, ასევე ლიდერებს შორის არის საშინელებათა მეფე სტივენ კინგი. დრო, რომელიც წიგნების შესარჩევად უნდა დახარჯო, ჯობს მის წაკითხვას დაუთმო, რაშიც წიგნების ონლაინ მაღაზია დაგეხმარება. Veli.store-დან მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ მიიღებ შენაძენს ადგილზე. თბილისსა დანივთს საშუალოდ 3 საათში მიიღებ. ხოლო, იმისთვის, რომ დღე თავისუფლად დაგეგმო და დრო შენი სურვილების მიხედვით მართო, VELI.store-ზე მიწოდების ახალი ინტერვალი დაემატა. შეკვეთის მიღებას ახლა უკვე ღამის 01:00 საათამდე შეძლებ.
მსოფლიო ლიტერატურა სხვადასხვა უნიკალური ეროვნული ლიტერატურის საოცარი კომბინაციაა. მწერლობა ასახავდა ეპოქებს, ხალხის გამოცდილებას და აზრებს მთელი მსოფლიოდან. ის გავლენას ახდენდა პოლიტიკურ ცვლილებებზე და თავისი მასშტაბის წყალობით, დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. ლიტერატურის ისტორიაში წამყვანი ადგილი, რა თქმა უნდა, ევროპის ლიტერატურას უჭირავს: ანტიკური – ძველი საბერძნეთისა და რომის ლიტერატურა, შემდეგ – გერმანია, ინგლისი და საფრანგეთი. სწორედ ეს ქვეყნები იყვნენ კლასიციზმის საყრდენი, რომელმაც გამოიწვია ჰუმანიზმის სიყვარულის უეცარი აფეთქება და შემდეგ შემოგვთავაზა ნეორეალიზმის მუქი ტონების გარდაქმნა ნეონის ფერების მოციმციმე სამყაროში. ახალი ლიტერატურული სტილები ეხმარებოდა ადამიანს ცვლილებებთან შეგუებაში. როდესაც ათასი წლის წინანდელ ნაწარმოებებს ვკითხულობთ, შეიძლება ვიფიქროთ რომ არაფერი შეცვლილა. ეს კლასიკური ლიტერატურის დამახასიათებელი შტრიხია, რამდენადაც ნაწარმოების კლასიკურობას განსაზღვრავს მისი უნარი შეეჭიდოს მარადიულ, უკვდავ პრობლემებს.
21-ე საუკუნის ლიტერატურის ძირითადი ტენდენციები
თანამედროვე ლიტერატურას, როგორც წესი, მიაკუთვნებენ უკანასკნელი
30-40 წლის განმავლობაში შექმნილ ნაწარმოებებს. ვინაიდან ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად ლიტერატურული პროცესიც ისევე ჩქარდება, როგორც სამეცნიერო პროგრესი. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ნაწარმოები გამოდის, რომლებიც ხვდება ისტორიის მანძილზე საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებების სიაში თავის მიმდინარეობაში.
ხშირად ხდება, რომ შესანიშნავ თანამედროვე ლიტერატურულ ნაწარმოებებს ვერ იცნობს მკითხველთა დიდი წრე, რადგან მათი გამოქვეყნებიდან საკმარისი დრო არ გასულა. მათგან, ბევრი ნაწარმოები სამუდამოდ იკარგება მუდმივად განახლებადი ლიტერატურული ბაზრის გამო.
თანამედროვე ლიტერატურული პროცესი, წინა საუკუნეების ლიტერატურისგან განსხვავებით, არ გამოირჩევა მხატვრული ერთგვაროვნებით. აქ უამრავი ჟანრის, სტილის და ტენდენციის სინთეზია მოცემული.
ახალი ჟანრების გაჩენა ლიტერატურაში
ახლა ლიტერატურაში მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს. ის ადაპტირდება ცხოვრების თანამედროვე რიტმთან, მკითხველის მიერ ახალი რეალობის აღქმასთან, ლიტერატურა უკვე განახლებულია. თანამედროვე მწერლობა დივერსიფიცირებული ხდება. განსაკუთრებით ამ თვალსაზრისით, საინტერესოა თვალყური ვადევნოთ, თუ როგორ მოერგო ლიტერატურის კლასიკური ტენდენციები თანამედროვე მოთხოვნებს.
თანამედროვე ლიტერატურის კიდევ ერთი ტენდენციაა ისეთი ჟანრების განვითარება, როგორებიც არის სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი. თუმცა, ისინი არ ვითარდებიან თავიანთი სუფთა სახით, არამედ სხვადასხვა მიმდინარეობის ქვეშ, რეფორმატირებით და განშტოებებით. ლიტერატურის განვითარება დღევანდელ ეტაპზე ხდება კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიასთან მჭიდრო, ნაყოფიერი თანამშრომლობით. გაჩნდა თანამედროვე ფანტასტიკური ლიტერატურის მრავალი ჟანრი, რომელთა შორისაა კიბერპანკი, სტიმპანკი, საშინელება, კოსმოსური ოპერა, ურბანული ფენტეზი, პოსტ-აპოკალიფსური, გოტიკური რომანი, ტექნო-ფანტეზი. ასევე, ძალიან პოპულარულია კომიქსები.
კომიქსები – დაბადება
კაცობრიობა ადრეული დროიდან იყენებდა ილუსტრაციებს ამბების გადმოსაცემად. კომიქსების განვითარება ჟურნალ-გაზეთების მასობრივი გავრცელებით დაიწყო, რაც შესაძლებელი გახადა 1873 წელს ფოტოგრავიურის გამოგონებამ და ბეჭდვის გაიაფებამ. გამომცემლები სწრაფად მიხვდნენ, რომ ილუსტრაციები გახდებოდა რეალობის კომენტირების შესანიშნავი ვიზუალური საშუალება და მალე სურათებიანი ისტორიები ყველა თავმოყვარე გამოცემის რეგულარული თანმდევი გახდა. მხატვრებს არ ეშინოდათ ექსპერიმენტების და დაიწყეს ილუსტრაციების მთელი ციკლების შექმნა, რომლებიც გაერთიანებული იყო საერთო სიუჟეტით. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან, ასეთი ციკლები რეგულარულად ქვეყნდებოდა.
შვეიცარიელმა კარიკატურისტმა როდოლფ ტოპფერმა, რომელიც „ობადია ოლდბაკის თავგადასავლის“ ავტორია, წარწერები ნახატების ქვეშ მოათავსა, ხოლო გერმანელმა პოეტ-იუმორისტმა ვილჰელმ ბუშმა შექმნა ნაწარმოები „მაქსი და მორიცი“, რომელშიც შავ-თეთრი ილუსტრაციები გაფორმებული იყო ლექსებით, ამერიკელმა რიჩარდ ფ. აუტკოლტმა კი პირველმა დაიწყო ტექსტებზე ფონად „ღრუბლების“ გამოყენება, პერსონაჟების სიტყვებისა და აზრების გადმოსაცემად. პირველ ტრადიციულ კომიქსებად მიიჩნევა Outcolt-ის მიერ შექმნილი Hogan’s Alley, The Yellow Kid (სხვათა შორის, სწორედ ამ კომიქსიდან გაჩნდა ფრაზა „ყვითელი პრესა“) და Buster Brown.
საუკეთესო უცხოური და ქართული კომიქსები
კომიქსები საქართველოში შედარებით ახალი ფენომენია და აქედან გამომდინარე ჯერ არ არის კომიქსის მკაცრად ჩამოყალიბებული კულტურა თუ დადგენილი წესები. ეს შესანიშნავია: ადამიანი მაქსიმალურად გახსნილად უდგება ამ სამყაროს, შეუძლია დაინტერესდეს სხვადასხვა ჟანრით და ფორმატით, წაიკითხოს ცოტ-ცოტა ყველაფერი და შემდეგ აირჩიოს ის, რაც მოსწონს. კომიქსი ყველასთვისაა და მცდარია მოსაზრება, თითქოს მათგან რაიმე უნდა ისწავლო, გაიზარდო, მითუმეტეს იმაზე უფრო მეტად არა, ვიდრე ეს სხვა მედიუმების შემთხვევაში იქნებოდა. ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს, რომ თითქოს კომიქსი იყოს ერთგვარი გარდამავალი ეტაპი სურათებსა და მხატვრულ ლიტერატურას შორის. კომიქსი ყველაფრისგან დამოუკიდებლად არსებობს და ის თვითმყოფად კულტურას წარმოადგენს. თავდაპირველად ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ინგლისურენოვანი კომიქსები, ხოლო დროთა განმავლობაში, ასევე ქართული კომიქსები ჩნდება.
კომიქსების ქართული ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, მითუმეტეს რომ საკმაოდ უხვად გვაქვს კლასიკური ლიტერატურის ისეთი ნიმუშები, რომლებიც შესანიშნავ თავგადასავალს სთავაზობს მკითხველს, გარდა ამისა კომიქსად კითხვა უფრო სახალისოა. ეს რასაკვირველია იციან კომიქსების ქართველმა ავტორებმაც და ქმნიან როგორც ორიგინალურ კომიქსებს, ასევე აქტიურად აკომიქსებენ უკვე არსებულ მხატვრულ ტექსტებს. კომიქსებისთვის ვაჟა ფშაველა ერთ-ერთი ყველაზე შესაფერისი ავტორია, რამდენადაც მისი პოემები სავსეა გმირობით, მრავალფეროვანი სიუჟეტით და წარმოგვიდგენს ნამდვილ ქართველ სუპერგმირებს, ეს არ გამორჩენიათ გამომცემლობებსაც და VELI.store-ზე შეგიძლია ნახო კომიქსები ვაჟა ფშაველას გმირების მონაწილეობით, – ალუდა ქეთელაური, გაიცნო ბახტრიონის ბრძოლის გმირები და მოიწყო საინტერესო თავგადასავალი სტუმარ-მასპინძლის რთულ და წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში.
კომიქსი „ვეფხისტყაოსანი“ არის გრაფიკული რომანი. „ვეფხისტყაოსნის“ ამ ახალ გამოცემაში ქართველი სუპერგმირების – ავთანდილის, თინათინის, ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის, უანგარო მეგობრობის, თანაგრძნობისა და თავგანწირვის ამბავი სრულიად ახლებური ხედვითაა გადმოცემული. მხატვარი დავით მაჭავარიანი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა ამბის ვიზუალურ თხრობაზე, ადაპტირებული ტექსტი კი პრემია „საბას“ ლაურეატ მწერალ სალომე ბენიძეს ეკუთვნის. აქ წარმოდგენილია პოემის თითოეული ეპიზოდისა და ლეგენდარული პერსონაჟის უნიკალური, სრულიად ახალი და განსხვავებული სახე. ტექსტში შენარჩუნებულია აფორიზმები და ზოგიერთ შემთხვევაში რუსთაველის ორიგინალი სტრიქონებიც. ტექსტის 20% ორიგინალ ენაზეა, ხოლო 80% გათანამედროვებულ, კომიქსზე მორგებულ ენაზე.
აირჩიე რისი წაკითხვა გინდა, შეუკვეთე VELI.store-ზე და მიიღე წიგნები 3 საათში. შეიტანე მრავალფეროვნება გართობის საშუალებებში ახალი ჩამთრევი რომანებით და სუპერგმირების თავგადასავლებით.