aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

„რუსთაველზე, 12-13 წლის ბიჭებს, უცხოელები ფიზიკურად გაუსწორდნენ”

  სამწუხაროა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ამას აცხადებს. ხალხი საპირისპიროს ხედავს, თავად განიცდის იმ სიდუხჭირეს, რაც ქვეყანაშია. ხალხი ამ ქვეყნიდან უკანმოუხედავად გარბის. თუ ასეთი კარგი და საამურია ამ ქვეყანაში ცხოვრება, რატომ გარბის ამდენი ხალხი? კარგ ცხოვრებას გაურბიან? ეს სისულელეა.  ამაზე ხომ უნდა დაფიქრდეს პრემიერ-მინისტრი, საკუთარ თავს ხომ უნდა დაუსვას კითხვა, თუ ამდენი ხალხი  გარბის უცხოეთში და ეს პროცესი არ ჩერდებზ, რაღაც  ვერ არის კარგად ქვეყანაშიო. ის ხალხი რატომ გარბის უცხოეთში, რომლებიც სახელმწიფო სამსახურებში მუშაობდნენ და დღეს მაღალანაზღაურებად  მიჩნეულ თანამშრომლებად ითვლებოდნენ? პრემიერ-მინისტრი როდესაც ამას ვერ აცნობიერებს და ასეთ განცხადებებს აკეთებს, ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია. ცოლ-ქმარი ერთმანეთს რომ შორდება, ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის მდგომარეობა ამას ჰგავს. სახელმწიფო დაშორებულია ხალხისგან და მისი არაფერი ესმის. არც უნდა გაიგოს ის მძიმე რეალობა, რომელშიც ხალხი ცხოვრობს. იმ ანაზღაურებით, რომელიც დღეს სახელმწიფო სამსახურებშია, ცხოვრება ძნელი და ზოგჯერ შეუძლებელია. აღარაფერს ვამბობ უმუშვერებსა და დაბალანაზღაურებად ადამიანებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს იმხელა ხელფასი  უნდა მისცე, რომ მათ თავიანთი სამსახურეობრივი საქმე გააკეთონ და  დამატებით შემოსავალზე არ უნდა  იფიქრონ. აქ უკვე დამატებით შემოსავალზეც აღარ არის ლაპარაკი, ძალოვანი სტრუქტურების მაღალხელფასიანი პროფესიონალები გარბიან ქვეყნიდან. რეალურად, მაღალანაზღაურებადი კი ჰქვია მათ შემოსავლებს, მაგრამ ინფლაციამ გააუფასურა, ოჯახებს ვეღარ ინახავენ და გარბიან უცხოეთში სამსახურის საშოვნელად. არალეგალურ მდგომარეობაში ყოფნა და მძიმე სამუშაოს შესრულება ურჩევნიათ აქ  ყოფნას. სამხრეების ქვეშ სამსახური იოლი არ არის. ეს ნიშნავს, რომ საკუთრი ნება უნდა დათრგუნო და სახელმწიფოს უნდა ემსახურო, სხვის ბრძნებას უნდა დამორჩილდე  ხმის ამოუღებლად. იქ უკვე პირადი აღარ არის, არ გეკითხებიან. მოგწონს თუ არა ის, რასაც გავალებენ. გავალებენ და უნდა შეასრულო, მორჩა.  ცხადია,  ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა შეასრულო. ამ სამსახურში, რომ მიდის ადმიანი, მზად არის, მსხვერპლის გაღების საფასურად ემსახუროს სახელმწიფოს და მერე, როდესაც ის ქვეყნიდან გარბის, ეს უკვე  ძალოვანი სახელმწიფო სტრუქტურების კრახია. ამის მერე, რომ გამოდიხარ და იძახი, ქვეყანაში ეკონომიკა დუღს და ეკონომიკა წინ მიდისო, გამოდის, ამ სიტყვების მნიშვნელობა არ იცი, აზრზე არ ხარ არც ეკონომიკის, არც მისი წინსვლის, არც უკუსვლის. ან იცი, რა დღეშიც არის ხალხი და ქვეყანა და ატყუებ მოსახლეობას. ეკონომიკის დონის ამაღლება ნიშნავს ხალხის  ცხოვრების დონის ამაღლებას და რა ეტყობა ჩვენს ხალხს საამისო? პირიქით, უფრო და უფრო უარესდება ეკონომიკური და სოციალური ვითარება. ეს 100 000  ვითომ დასაქმებული  ადამიანი, ციფრებით ჟონგლიორობა შედეგს ვერ  მოიტანს. ხალხი ვერ მოტყუვდება, რადგან მილიონი დავასაქმეო, რომ თქვა, რა შეიცვლება?  ხალხს შია და შიმშილს და უპერპექტივობას გაურბის ქვეყნიდან. ეს ციფრებით მანიპულირება ხელისუფლებას, შეიძლება,  საგარეო ვალების ასაღებად გამოადგეს, სხვა არაფერში.  არც წარმოებები იქმნება, არც სამუშაო ადგილები იქმნება. თუ  არის  თავისუფალი სამუშაო ადგილები, ეს იმათ ხარჯზე, ვინც ქვეყნიდან წავიდა, ეს მათი ყოფილი სამუშაო ადგილებია. ეს უკვე კატასტროფაა. ინტელექტუალური და ფიზიკურად მშრომელი ძალა გავიდა ქვეყნიდან. ახლა მიდის მათი ჩანაცვლების პროცესი. მოთხოვნა გაჩნდა და  ეს სამუშაო ადგილები უცხოელებით შეივსება. საქართველოში ჩამოსულ რუსებს და უკრაინელებს თავი რომ დავანებოთ, პაკისტანელები, ინდოელები, ფილიპინელები, შუა და წინა აზიის ქვეყნების წარმომადგენლები. იქ ძალინ დაბალი ანაზღაურებაა და სიამოვნებით იმუშავებენ საქართველოში და ბევრი ჩამოსულია და მუშაობს კიდეც. თან, ჩვენ ხომ ლამის მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი გვაქვს დაწესებული და აქ  ჩამოსვლა და დარჩენა პრობლემა არავისთვის არის.  საბოლოოდ, ეს შეცვლის ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას ჩვენდა საზიანოდ. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ქართველს არანაირი პერსპექტივა აღარ გააჩნია. ვიდრე ეს ხელისუფლებაა, ემიგრანტთა რაოდენობა გაიზრდება,  ეს უკვე შეუქცევადი პროცესია და ვეღარ გააჩერებ. 10-15 წლის შემდეგ  გვექნება უმძიმესი დემოგრაფიული მდგომრეობა. მაგ დროს, შესაძლოა, უკვე უმცირესობაში ვიყოთ ქართველები ჩვენსავე ქვეყანაში. იმ დღეს სოციალურ-ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთაველზე, 12-13 წლის ქართველ ბიჭებს, უცხოელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. გამვლელი ქართველი არ იყო იმ დროს რუსთველზე, უცხოელებით იყო სავსე და ამას გულგრილად უყურებდნენ,  ამ ბიჭებს არავინ გამოჰქომაგებია. ეს 15-20 წლის  წინ, უფრო ადრე, რომ მომხდარიყო, ადგილობრივი, საქართველოში დაბადებული ბავშვისთვის ვინმეს ფიზიკური შეურაცხყოფა რომ მიეყენებინა, ეცემა, იმას ისეთ დღეში ჩააგდებდა ხალხი, საქართველოს ხსენებაზე კრუნჩხვები დაემართებოდა. მაშინ რუსთაველიც ქართველებით იყო სავსე. აი, ასეთ უბედურ მდგომარეობაში ვართ. მალე ჩვენს პენსიონერებს, ჩვენს შვილებს დამცველი აღარ ეყოლებათ. სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა დაუცველი ადამიანების, რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა, თორემ მდიდარ ადამიანებს დიდად არც სჭირდებათ სახელმწიფოსგან  დაცვა, მათ თავიანთი პირადი დაცვა ჰყავთ, თავად იცავენ საკუთარ თავს.
ამის შესახებ დავით ჭიჭინაძემ ალიასთან განაცხადა.
aviabiletebi
ავიაბილეთები

 

იტვირთბა....