პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს უსამძიმრებს.
აღნიშნული განცხადება მან დღეს, 5 დეკემბერს, ფორუმზე – „მამაცი და ერთიანი: დახმარების ფორმულა“- სიტყვით გამოსვლისას გაააკეთა.
„მე მინდა, ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ პატივი მივაგო თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ ჯარისკაცებს და პატივი მივაგო ყველას, მათ შორის, სამოქალაქო პირებს, რომლებიც, სამწუხაროდ, რომლებიც ამ ომში დაეცნენ, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა უკრაინაში თავისუფლებისთვის ბრძოლას და მოქალაქეები, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს დაიღუპნენ. მათ შორის არიან ქართველი მეომრებიც, სულ ბოლოს 5 ქართველი მეომარი შეეწირა უკრაინაში ბრძოლებს და მანამდე კიდევ ერთი ქართველი მეომარი ჩამოასვენეს საქართველოში. კიდევ ერთხელ მინდა, რომ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ქედი მოვიხარო თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა წინაშე“- განაცხადა თალაკვაძემ.