ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბაჩანა ბრეგვაძის გამოსვენებას კვირიკაშვილი და ივანიშვილი დაესწრნენ („მეტრონომის“ ფოტორეპორტაჟი)

 

 

 

ფილოსოფოსი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე დღეს სიონის საკათედრო ტაძრიდან გაასვენეს და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

ბაჩანა ბრეგვაძის ცხედარი  10:50-ზე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ახლანდელი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, „რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი და სხვები.

შსს-ს განცხადებით, ცერემონიასთან დაკავშირებით თბილისის ზოგიერთ ქუჩაძე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

ბაჩანა ბრეგვაძე 2016 წლის 14 თებერვალს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. სახელმწიფო დამკრძალავი კომისიის გადაწყვეტილებით, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება. ამავე კომისიის რეკომენდაციით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება. სახელმწიფო დამკრძალავი კომისია პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლით დაკომპლექტდა. ქართველი მეცნიერის, მთარგმნელისა და მწერლის, ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.

IMG_6823IMG_6714IMG_6767IMG_6754IMG_6785IMG_6815IMG_6727IMG_6801IMG_6796IMG_6823IMG_6849IMG_6842IMG_6816IMG_6920IMG_6854IMG_6887IMG_6935IMG_6919IMG_6955IMG_6707IMG_6932IMG_6942IMG_6950

იტვირთბა....