უკრაინაში, ბახმუტთან რუსეთის სარაკეტო იერიშს ხუთი ქართველი მეომრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
რადიო “ათინათის” ინფორმაციით, მათგან რამდენიმე სამეგრელოდანაა, ერთი კი აფხაზეთიდან დევნილია.
სულ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტებთან ბრძოლას 32 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.