ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

პუტინს შეუძლია მოლაპარაკებები გადაიარაღებისთვის გამოიყენოს – დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ვლადიმერ პუტინს შეუძლია მანიპულირება მოახდინოს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების თემით და გამოიყენოს ისინი საკუთარი არმიის გადაიარაღებისთვის, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ეჭვქვეშ დააყენა პუტინის განზრახვები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

„საქმე ის არის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან ფრთხილად, თუ ვლადიმერ პუტინი წამოიწყებს „სამშვიდობო“ მოლაპარაკებებს – და მე ვიყენებ სიტყვა „მშვიდობას“ ბრჭყალებში“, – აღნიშნა კლევერლიმ.

მან ნატოს წევრებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ რუსეთს შეიძლება, გამოიყენოს მოლაპარაკებები და საომარი მოქმედებების შეჩერება, როგორც საფარველი თავისი ჯარების გადაიარაღებისთვის.

კლევერლიმ მოუწოდა კოლეგებს სიფრთხილით მოეკიდონ რუსეთის მსგავს განცხადებებს, რადგან წარსულში ასეთი პაუზების შემდეგ რუსული აგრესია მხოლოდ გაიზარდა.

იტვირთბა....