ახალი ამბები პოლიტიკა

“მჯერა, აქეთ მხარეს უნდა იყოს ძლიერი საპირწონე ძალა” – სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ზურაბ ჯაფარიძე მივიდა 

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა ამბობს, რომ ახლა აუცილებელია ერთობა “ოცნების” საპირწონეს.

“ივანიშვილის ბუნებაა ასეთი, ის უყურებს როგორც 90-იანების რუსეთში. ამ ფსიქოლოგიის ადამიანია. ის თვლის, რომ თუ გადადგამს ნაბიჯს და გაათავისუფლებს სააკაშვილს, ამას როგორც სისუსტეს და უკანდახევას ისე აღიქვამენ, და შესაბამისად, მის ძალაუფლებას ამით წყალი შეუდგება და ამიტომ არ დგამს ნაბიჯებს. ამიტომ არ მჯერა, რომ ჰუმანური მოსაზრებიდან შეიძლება რაიმე ნაბიჯი გადადგას. რისი მჯერა არის ის, რომ აქეთ მხარეს უნდა იყოს ძლიერი საპირწონე ძალა, რომელიც აიძულებს, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას. აქეთკენ არის საჭირო ერთობის შექმნა, მხოლოდ ერთობით იქნება შესაძლებელი, ასეთ რეჟიმებს უკან დაახევინონ”,- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება, თუ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ არ გადაიყვანენ. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი აქცია დასასრულს უახლოვდება.

იტვირთბა....