ახალი ამბები საზოგადოება უკრაინის ომი

“პანაშვიდზე კიეველი დედები მოდიან ხოლმე, ქართველი დედების მაგივრად ტირიან” – გიგა მაქარაშვილი

მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულატ ხოფერიას სამოქალაქო პანაშვიდზე მომხდარი ფაქტის შესახებ წერს.

“კიევის შუაგულში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში დავასვენეთ ჩვენი ბიჭი
პანაშვიდზე როგორც წესი ბევრი ჯარისკაცი მოდის, არიან სამოქალაქო პირები და აუცილებლად კიეველი დედები მოდიან ხოლმე ????
ქართველი დედების მაგივრად ტირიან
დღეს ეკლესიაში პირველად მოვიდნენ ბავშვები!

იდგნენ უჩუმრად, სანთლებით ხელში. ბოლოს კი ჩვენი ბიჭის სასახლეზე ნახატი დატოვეს
სიკვდილი სჯობს ამ უბედურების ყურებას

დიდება გმირებს”, – წერს გიგა მაქარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჯამბულ ხოფერია თებერვალში ომის დაწყების შემდეგ 27-ე ქართველია, რომელიც რუსეთის აგრესიას უკრაინაში ემსხვერპლა.

იტვირთბა....