ახალი ამბები პოლიტიკა

ან ვეგუებით სააკაშვილის სიკვდილს, ან არ ვეგუებით – რას ამბობს ნიკა მელია?

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სააკაშვილის გადასარჩენად გამართულ აქციას შეუერთდა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი.

“სააკაშვილი არის უმძიმესი მდგომარეობის ქვეშ და უარესდება ყოველ დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ცხადზე ცხადია, თუ რას განიცდის მიხეილ სააკაშვილი. იმედი მაქვს, ამ უმძიმეს რეალობას ყველა თვალს გაუსწორებს.

ან ვეგუებით სიკვდილს, სასიკვდილო განაჩენს, ან არ ვეგუებით. ამიტომ, თითოეულმა ადამიანმა გადაწყვიტოს რა ხარისხის აქტივობისთვის არის მზად“, – აცხადებს ნიკა მელია.

იტვირთბა....