ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინის საელჩოებზე თავდასხმები დაიწყეს, ეს ნიშნავს, რომ… – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ესპანეთში უკრაინის საელჩოს გარდა, კიდევ ორმადიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მიიღო მუქარის შემცველი წერილები. კულება ამბობს, რომ ეს არის მიზანმიმართული, ფართომასშტაბიანი კამპანია უკრაინის წინააღმდეგ საზღვარგარეთ.

კულებას თქმით, მადრიდში მომხდარი ინციდენტის გარდა, “იყო სხვა საგანგაშო მოვლენები, რომლებიც არ უკავშირდება ასაფეთქებელ ნივთიერებებს”. კერძოდ, უკრაინის ზოგიერთმა საელჩომ მიიღო წერილები „ძალიან კონკრეტული მუქარით“.

“თუ მათ უკვე დაიწყეს თავდასხმა საელჩოებზე… ეს ნიშნავს, რომ მათ ეშინიათ ჩვენი, ისინი ცდილობენ ჩვენს შეჩერებას. […] ყველა კონვერტი მიღებისას წითელ სითხეში იყო გაჟღენთილი”, – თქვა კულებამ.

იტვირთბა....