თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავუთოღლუმ ანკარაში გუშინ გვიან ღამით მომხდარ ტერაქტში „ქურთების მუშათა პარტია“ დაადანაშაულა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
პრემიერის თქმით, იდენტიფიცირებულია თვითმკვლელი ტერორისტი სალიფ ნასერი, რომელიც „ქურთი ხალხის დამცველთა კავშირის“ წევრია.
სატელევიზიო მიმართვაში დავუთოღლუ ირწმუნება, რომ აღნიშნულ კავშირს „ქურთების მუშათა პარტიასთან“ მჭიდრო ურთიერთობა აქვს.
შეგახსენებთ, ანაკარაში განხორციელებულ ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 28 ადამიანი ემსხვეროლა, 60-ზე მეტი კი დაიჭრა.