ირანის მიერ ცენტრალურ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
მაგენ დავიდ ადომის სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, რვა ადამიანი კასეტური ბომბის საბრძოლო მასალის ზემოქმედების შედეგად დაშავდა.
დარტყმები მოხდა ბნეი ბრაკში, რამათ განსა და პეტაჰ ტიკვაში.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან და „ჰეზბოლასთან“ კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 121 დაშავებული გადაიყვანეს.
ბოლო დღის განმავლობაში საავადმყოფოებში მკურნალობისთვის გადაყვანილებს შორის ერთი მძიმე მდგომარეობაშია, რვა საშუალო სიმძიმის, ხოლო 106-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექვს ადამიანს შფოთვის გამო მკურნალობა ჩაუტარდა.
სამინისტროს ცნობით, ომის დაწყებიდან საავადმყოფოებში 6 131 ადამიანი მოათავსეს, რომელთაგან 118 ამჟამად საავადმყოფოშია. დაშავებულთა რიცხვში ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები შედიან.

