ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ადამიანებმა სიღარიბე დაძლიეს, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდით, თბილისში 250 ათასი მანქანა დადიოდა, ახლა ეს რიცხვი 600 ათასამდე გაიზარდა – კობახიძე

[su_quote]მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სულ რაღაც 3-34 წლის წინ საქართველოში სიღარიბის ზღვარ მიღმა ცხოვრობდა 850 ათასი ადამიანი. ამ წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი იქნება 450 ათასზე ნაკლები. ანუ 400 ათასზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 4-3 წლის განმავლობაში.

სავალუტო ფონდის პროგნოზი რაც არის, ის, რომ 10 500 დოლარს გადასცდება 2027 წელს ჩვენი ეკონომიკა და 15 000 მიაღწევს უკვე 2030 წელს, ეს ნიშნავს თავისთავად იმას, რომ ჩვენ მივდივართ სიღარიბის განულებისკენ. მაგრამ ამას დასჭირდება კიდევ წლები. 3-4 წელი დასჭირდა იმას, რომ განახევრებულიყო, 850 000-დან ჩამოვსულიყავით 450 000-მდე. და რამდენიმე წელი კიდევ დასჭირდება იმას, რომ სიღარიბე განულდეს ჩვენს ქვეყანაში.

სხვა სტატისტიკური მონაცემებით, მაგალითად, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში თბილისში დადიოდა დაახლოებით 250 ათასი მანქანა წელს უკვე 600 ათასს აღემატება. ხარისხიც არის გაუმჯობესებული მანქანების და რაოდენობაც არის გაზრდილი[/su_quote]

განაცხადა ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....