30 ნოემბერს, დილით, უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ბრიანსკის რეგიონში ხანძარია. ცეცხლი ნავთობპროდუქტების ტანკერს გაუჩნდა.
რეგიონის გუბერნატორი ამბობს, რომ ხანძრის ფართობი 1800 კვ. მეტრია და რომ ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დასახელებულა.