ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკიდურესად მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსი დამპყრობლები კვლავ ცდილობენ დონბასში წინსვლას და ხარკოვის რეგიონში გადაადგილებას.
„მტერს არ ვაძლევთ ნებას, განახორციელოს თავისი განზრახვები. მათ თქვეს, რომ დაიკავებდნენ დონეცკის რეგიონს გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომაზე… რეგულარული ჯარი, ყოველდღიურად კარგავს ასობით მობილიზებულს და დაქირავებულს“, – აცხადებს ზელენსკი.
სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ რუსეთის ფედერაცია მიმდინარე წელს ჯამში 100 000 ჯარისკაცს დაკარგავს.
„მსოფლიო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ყველა, ვინც დამნაშავეა ამ კრიმინალურ ომში, სასამართლოში აღმოჩნდეს. დიდება ყველას, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის! დიდება ყველას, ვინც იბრძვის ჩვენი გამარჯვებისთვის! მარადიული ხსოვნა ყველას. რომელმაც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის“, – აცხადებს ზელენსკი.