ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ოკუპანტები ადგილობრივებს ბავშვების რუსულ სკოლაში ტარებას აიძულებენ

სამხრეთ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტები ცდილობენ აიძულონ ადგილობრივი მოსახლეობა, რომ თავიანთი შვილები რუსულ სასწავლო დაწესებულებებში გაგზავნონ.

ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ცნობით, ისინი რუსეთის ფედერაციიდან ჩამოყვანილი ექიმები სამედიცინო გამოკვლევების დროს ბავშვებს ტესტირებას უტარებენ.

„ზოგადად, რუსული სკოლები ემსახურება პროპაგანდას, უკრაინელ ბავშვებს რუსეთის ფედერაციიდან ჩამოყვანილი მასწავლებლები ოკუპაციის შესახებ კრემლის მოსაზრებას უნერგავენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციით, დამპყრობლები ადგილობრივებს 10 000 რუბლს ჰპირდებიან იმისთვის, რომ შვილები რუსულ სკოლებში ატარონ.

იტვირთბა....